დანიაში საპარლამენტო არჩევნები 24 მარტს გაიმართება

დანიაში საპარლამენტო არჩევნები 24 მარტს გაიმართება, - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა გამოაცხადა.

„ეს გადამწყვეტი მნიშვნელობის არჩევნები იქნება, რადგან მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენ, როგორც დანიელებს, ასევე ევროპელებს, აშშ-თან ურთიერთობის განსაზღვრა მოგვიწევს“, - განაცხადა მეტე ფრედერიკსენმა.

მისი თქმით, „კონტინენტზე მშვიდობის უზრუნველყოფისთვის ევროპის გადაიარაღება უნდა მოხდეს“.

ცნობისთვის, დანიას 2022 წლის შემდეგ კოალიციური მთავრობა მართავს, რომელიც მეტე ფრედერიკსენის „სოციალ-დემოკრატებისგან“, საგარეო საქმეთა მინისტრის ლარს ლოკე რასმუსენის „მოდერატებისგან“ და თავდაცვის მინისტრის ტროელს ლუნდ პოულსენის მემარჯვენე-ცენტრისტული „ლიბერალური პარტიისგან“ შედგება.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს