საია - ასოციაციის იურისტი, გიორგი გოცირიძე, ტროტუარზე დგომის ფორმით მშვიდობიანი პროტესტის გამო სასამართლოში დაიბარეს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე, სასამართლოში დაიბარეს.

როგორც საია-ს განცხადებაშია აღნიშნული, იურისტი სასამართლოში დაბარებულია აქციების დროს ტროტუარზე დგომის გამო.

"ჩვენი კოლეგა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, გიორგი გოცირიძე, სასამართლოში დაიბარეს მხოლოდ ტროტუარზე დგომის ფორმით მშვიდობიანი პროტესტის გამო.

გიორგი გამოცდილი კონსტიტუციონალისტია და იგი მრავალი წელია მუშაობს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების, შეკრების თავისუფლების საკითხებზე საქართველოში. დღეს ის თავად გახდა ანტიკონსტიტუციური მოწესრიგების სამიზნე.

ტროტუარზე დგომის გამო პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება არის კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა.

ჩვენ ვუცხადებთ სოლიდარობას ჩვენს კოლეგას და ყველა იმ პირს, რომელიც ანტიკონსტიტუციური კანონმდებლობის სამიზნეა.

საია-ს გუნდი კვლავ ერთად განვაგრძობთ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვას!", - ნათქვამია განცხადებაში.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს