შალვა პაპუაშვილი ჯო უილსონის მიერ კანონპროექტის ინიცირებაზე - სიმართლე გითხრათ, დაგვღალა უკვე ამ ადამიანმა თავისი მრავალსერიიანი საპნის ოპერით - როგორც ჩანს, ეს მისი ჰობია

რაღა უნდა ვთქვათ, სიმართლე გითხრათ, დაგვღალა უკვე ამ ადამიანმა თავისი მრავალსერიიანი საპნის ოპერით - როგორც ჩანს, ეს მისი გარკვეული ჰობია,- ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენის, ჯო უილსონის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს ანგარიშის მომზადებას საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტი „ნაკლებად საინტერესოა“.

„რაღა უნდა ვთქვათ, სიმართლე გითხრათ, დაგვღალა უკვე ამ ადამიანმა თავისი მრავალსერიიანი საპნის ოპერით. ასე რომ, რა ვქნა, გავიგეთ, რომ რაღაც ახალი თემა იქნება, შეგვიძლია მოვემზადოთ, რომ ორ კვირაში ერთხელ ვიხილავთ ამ საკითხს, აბა, მიიღებენ, თუ არ მიიღებენ. ნაკლებად საინტერესოა.

ადრე, მე მგონი, სტატისტიკა ვნახეთ, რომ ჯო უილსონის მიერ დაინიცირებული კანონპროექტებიდან, მე მგონი, ისტორიაში მხოლოდ ერთი არის მიღებული. არადა დაინცირებული აქვს, რა ვიცი, ასობით. როგორც ჩანს, ეს მისი გარკვეული ჰობია“- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ანგარიშის მომზადებას საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ. აშშ-ის კონგრესის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კანონპროექტის მიზანია „ანგარიშის მოთხოვნა საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო აქტივების შესახებ და ასევე სხვა მიზნებისთვის“.

კანონპროექტის ინიციატორი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ჯო უილსონია. კანონპროექტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტში 24 თებერვალს წარადგინეს.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს