შალვა პაპუაშვილი - ჩვენ  თავი უნდა დავიზიანოთ იმის გამო, რომ ევროკავშირის ელჩს არ სიამოვნებს, მის ქვეყნებს საკუთარი სისულელის გამო ეკონომიკური უკუსვლა რომ აქვს?! - უნდათ, რომ ეკონომიკური სტაგნაციის უფსკრულში ჩაგვითრიონ

ფაქტია, მოგვიწოდებენ, რომ რუსეთს სანქციები დავუწესოთ და ამით ჩვენი ქვეყანა დავაზიანოთ! - ჩვენ თავი იმის გამო უნდა დავიზიანოთ, რომ ევროკავშირის ელჩს არ სიამოვნებს, რომ მის ქვეყნებს საკუთარი სისულელის გამო ეკონომიკური უკუსვლა აქვს და საქართველო ამ ცივილიზაციურ და ეკონომიკურ უფსკრულს ჩაჰყვეს, საითკენაც ბრიუსელი ევროკავშირს მიაქანებს?! უნდათ, რომ ეკონომიკური სტაგნაციის უფსკრულში ჩაგვითრიონ! - ეს განცხადება დღეს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

პაპუაშვილმა თქვა ისიც, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა რუსეთს უფრო მეტი ფული მისცა, ვიდრე უკრაინას.

„ეს არის ფაქტი! ასეთ ხალხთან გვაქვს საუბარი. როდესაც ჩვენ ბრიტანეთის, ევროკავშირის თუ სხვა ქვეყნების ელჩები გველაპარაკებიან, ყოველ ჯერზე სახეზე უნდა ავაფაროთ ციფრები, რომლის მიხედვით, ევროპამ ომის განმავლობაში უფრო მეტი ფული მისცა რუსეთს, ვიდრე უკრაინას. ეს არის დასტური, თუ რა ფარისევლობასთან გვაქვს საქმე.

სინამდვილეში ეს ქმედებები გამოწვეულია გამწარებული მდგომარეობიდან, რომელშიც ევროპამ საკუთარი თავი თავად ჩაიყენა. თითქმის ერთი წელია, რაც აშშ-ის ადმინისტრაცია ამ ომში ფულს არ ხარჯავს და უკრაინის ომის მთლიანად აკიდებულია ევროპის მხრებზე - არის მათი ფინანსური ტვირთი, ყველაფერი მათი გადასახდელია, ყიდულობენ ამერიკულ თუ სხვა იარაღს, იღებენ სესხებს, აზიანებენ საკუთარ მოსახლეობას. საკუთარი თავი ამ მდგომარეობაში ჩაიგდეს და აქედან გამომდინარეობს სხვა გადაწყვეტილებები.

ვისაუბრე დიდი ბრიტანეთის ელჩზე, რომ ეს ადამიანი არ იშლის, პირდაპირ დადის კაბინეტებში: - არ იყიდოთ საწვავი რუსეთისგან, არ ქნათ ის, არ ქნათ ეს. ეუბნებიან, რომ თავისუფალი ბიზნესია და სადაც არის იაფი და ხარისხიანი, ბიზნესი იქ მიდის, მაშინ უნდა დავაწესოთ სანქციები. - ნუ დააწესებს, ისე უთხარით ბიზნესსო ანუ ზეწოლა მოახდინეთ ბიზნესზეო. ეს ადამიანი უკვე აბსოლუტურ სისულელეებს ლაპარაკობს.

ფაქტია, ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ რუსეთს სანქციები დავუწესოთ და ამით ჩვენი ქვეყანა დავაზიანოთ!

ევროკავშირის ელჩს გულწრფელად წამოსცდა: - ჩვენ ვზიანდებით, ჩვენი ეკონომიკა დაზიანდა იმით, რომ რუსეთს სანქციებს ვუწებთ, თქვენი ეკონომიკა წინ მიდის და ეს როგორ გამოდისო?!

დღეს ეკონომიკური ზრდის შედეგები გამოქვეყნდა და მგონი, ამ შედეგების დამალვა უნდა დავიწყოთ, რადგან ყოველ დღე რომ კითხულობენ, რომ საქართველოს ეკონომიკა იზრდება, ამას მოჰყვება ის, რაც ევროკავშირის ელჩმა თქვა: - ჩვენ რუს ტურისტებს არ ვუშვებთ, თქვენ უშვებთ და ამით თქვენი ეკონომიკა იზრდება! ჩვენ ფრენები ჩავკეტეთ, თქვენთან არის და ამით თქვენი ეკონომიკა იზრდება! ჩვენ რუსეთთან ვაჭრობას ვზღუდავთ, თქვენ უშვებთ და ამით ეკონომიკა იზრდება!

სამარცხვინოა, ამას იმ ქვეყანაზე საუბრობენ, რომელსაც ოკუპაციის გამოწვევები აქვს და რომელსაც ჯერ კიდევ ათწლეულები აქვს წინ, რათა იმ დონეზე მივიდეს, სადაც ევროკავშირის ქვეყნებია და ჩვენ თავი უნდა ვიზიანოთ იმის გამო, რომ ევროკავშირის ელჩს არ სიამოვნებს, რომ მის ქვეყნებს საკუთარი სისულელის გამო ეკონომიკური უკუსვლა აქვს და საქართველო ამ ცივილიზაციურ და ეკონომიკურ უფსკრულს ჩაჰყვეს, საითკენაც ბრიუსელი ევროკავშირს მიაქანებს?! უნდათ, რომ ეკონომიკური სტაგნაციის უფსკრულში ჩაგვითრიონ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს