რომან გოცირიძე - „იმედის“ ბანკის შექმნა აბსურდია, რომც უნდოდეს ეროვნულ ბანკს, ამას ვერ იზამს, რადგან ეს „ბანკი“ ვერ გაივლის შესაბამისობის კრიტერიუმებს - ეს კანონის მოთხოვნაა!

„იმედის“ ბანკის შექმნა აბსურდია, რომც უნდოდეს ეროვნულ ბანკს, ამას ვერ იზამს, რადგან ეს „ბანკი“ ვერ გაივლის შესაბამისობის კრიტერიუმებს - ეს კანონის მოთხოვნაა, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „თუ ვინმე შექმნის სპეციალურ მიკრო ბანკს და მოემსახურება „იმედს“, ეს სანქციების გვერდის ავლაში ეროვნული ბანკის პირდაპირი მონაწილეობა იქნება, რაც უდიდესი დარტყმის ქვეშ ჩააყენებს ქვეყნის ფინანსურ სისტემას“.

„კანონით იკრძალება რაიმეს ერქვას ბანკი, გარდა ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საფინანსო ინსტიტუტისა. „იმედის“ ბანკის შექმნა აბსურდია. რომც უნდოდეს ეროვნულ ბანკს, ამას ვერ იზამს, რადგან ეს „ბანკი” ვერ გაივლის შესაბამისობის კრიტერიუმებს. ესეც კანონის მოთხოვნაა.

თუ ვინმე შექმნის სპეციალურ მიკრო ბანკს (არის ასეთი შესაძლებლობა კანონში) და მოემსახურება „იმედს“, ეს სანქციების გვერდის ავლაში ეროვნული ბანკის პირდაპირი მონაწილეობა იქნება, რაც უდიდესი დარტყმის ქვეშ ჩააყენებს ქვეყნის ფინანსურ სისტემას“, - წერს რომან გოცირიძე.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანია POSTV-სთან ერთად დაასანქცირა, საკუთარ ბანკს ქმნის.

როგორც ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „იმედის“ ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლები, ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, უმოკლეს ვადაში, სულ რამდენიმე თვეში, შექმნიან საკუთარ ბანკს, სახელწოდებით „იმედის ბანკი“.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს