შალვა პაპუაშვილი - მიდის ლუსტრაცია, თუ ვინ არის მეხუთე კოლონა - ანუ ვინ დგება ბრიუსელის მხარეს, ლონდონის მხარეს, უკრაინის ხელისუფლების მხარეს და არ დგება ქართველი ხალხის მხარეს!

მიდის ლუსტრაცია, თუ ვინ არის მეხუთე კოლონა - ანუ ვინ დგება ბრიუსელის მხარეს, ლონდონის მხარეს, უკრაინის ხელისუფლების მხარეს და არ დგება ქართველი ხალხის მხარეს! - ეს განცხადება პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

ამ კონტექსტში პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში მეხუთე კოლონის ლუსტრაცია ორი თემის გარშემო ხდება - ეს არის სანქციების მოთხოვნა და „თავისუფალ მედიაზე თავდასხმა“.

დიდი ბრიტანეთის მიერ “იმედისა და “პოსტვ“-ის სანქცირების თემაზე დასმული კითხვის პასუხად, პაპუაშვილმა ხაზგასმით განაცხადა, რომ “მეხუთე კოლონის სახით საკმარისი ხალხი ჰყავთ დაქირავებული“.

“სახელები და გვარები ვიცით - ზეპირად ვიცით, ვინ არიან ისინი და ვინ კერავდნენ ამ საქმეს. მედიაკოალიციები ჩუმად რომ არიან, რატომ არიან ჩუმად? იმიტომ, რომ ისინი არიან ამ დანაშაულის - ქართულ მედიაზე თავდასხმის მონაწილენი.

ლაკმუსის ქაღალდია - ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში ორ თემაზე მეხუთე კოლონის ლუსტრაცია მიდის. მთავარი თემა სანქციების მოთხოვნაა - ყველანაირად დადასტურდა, რომ ჩვენგან სანქციებს და რუსეთთან ესკალაციას ითხოვენ. მიდის ლუსტრაცია, თუ ვინ არის მეხუთე კოლონა - ანუ ვინ დგება ბრიუსელის მხარეს, ლონდონის მხარეს, უკრაინის ხელისუფლების მხარეს და არ დგება ქართველი ხალხის მხარეს! პირდაპირ ლუსტრაცია მიდის.

ასევე, ვხედავთ თავისუფალ მედიაზე თავდასხმას და აქაც ვხედავთ, ვინ დგება უცხო ძალების მხარეს და ვინ დგება ქართული მედიის მხარეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს