პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება. პარლამენტის წინ შეკრებილ დემონსტრანტებს „ოპოზიციის ალიანსის“ ლიდერებიც შეუერთდნენ მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა შესაბამის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

პოლიტიკოსების განცხადებით, ისინი გააგრძელებენ მოსახლეობასთან შეხვედრებს და საზოგადოებას გააცნობენ ერთიან სამოქმედო გეგმას. მათი თქმით, იგეგმება აქტიური საინფორმაციო კამპანია ქვეყნის შიგნით, რომელიც შემდგომ საგარეო ვიზიტებით გაგრძელდება, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ ისინი დემოკრატიულ ალტერნატივად აღიქვას.

რუსთაველის გამზირზე პროტესტი უკვე ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს. დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში