ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში ლეგალურად მცხოვრებთათვის ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ისრაელის სახელმწიფოში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ისრაელის მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახური(PIBA)-ის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ლეგალურად მცხოვრები უცხოელებისთვის, რომელთა ვიზის ვადა იწურებოდა 2026 წლის 22 თებერვალიდან 31 მარტის ჩათვლით, ვიზის მოქმედების ვადა ავტომატურად გაუგრძელდეთ მომდევნო სამი თვით.

კერძოდ, საუბარია შემდეგი ტიპის ვიზებზე: სამუშაო ვიზა, ტიპი B/1;

ზოგადი ტურისტული ვიზა, ტიპი B/2;

მოხალისეობრივი ვიზა, ტიპი B/4;

დროებითი რეზიდენტის ვიზა, ტიპი A/1;

სტუდენტური ვიზა, ტიპი A/2 (გარდა სოფლის მეურნეობაში ანაზღაურებადი პირებისა);

სასულიერო პირების ვიზა, ტიპი A/3;

თანმხლები ვიზა, ტიპი A/4;

დროებითი რეზიდენტის ვიზა, ტიპი A/5;

ვიზა DCL ოჯახის გაერთიანებისა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში;

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურში ფიზიკურად გამოცხადება საჭირო არ არის" , - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში