აბას არაღჩი - მარკო რუბიომ აღიარა ის, რაც ყველამ ვიცოდით: აშშ არჩევანის ომში ისრაელის ინტერესებისთვის ჩაერთო

ბატონმა რუბიომ აღიარა ის, რაც ყველამ ვიცოდით: აშშ არჩევანის ომში ისრაელის ინტერესებისთვის ჩაერთო და ე.წ. ირანული „საფრთხე“ არასოდეს არსებულა, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა.

„ამრიგად, როგორც ამერიკული, ასევე ირანული სისხლის დაღვრა „ისრაელი უპირველეს ყოვლისა“ მომხრეების კისერზეა. ამერიკელი ხალხი უკეთესს იმსახურებს და უნდა დაიბრუნოს თავისი ქვეყანა“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ისრაელის მტკიცე გადაწყვეტილებამ, დაერტყა ირანისთვის და ირანის მხრიდან აშშ-ის ჯარებზე მოსალოდნელმა საპასუხო რეაგირებამ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აიძულა, პრევენციული დარტყმები განეხორციელებინა.

“ვიცოდით, რომ ისრაელის მხრიდან მოქმედება იქნებოდა. ვიცოდით, რომ ეს ამერიკულ ძალებზე თავდასხმას გამოიწვევდა და ვიცოდით, რომ თუ დარტყმების დაწყებამდე წინასწარ არ ვიმოქმედებდით, უფრო მეტ დანაკარგს მივიღებდით“, - აღნიშნა რუბიომ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს