ირანის სახელმწიფო მედია - აიათოლა ალი ხამენეის მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ - ახალი უზენაესი ლიდერის არჩევნები შესაძლოა 6 მარტის შემდეგ ჩატარდეს

აიათოლა ალი ხამენეის მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ, - ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

ირანის გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ასევე, ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ახალი უზენაესი ლიდერის არჩევნები შესაძლოა 6 მარტის შემდეგ ჩატარდეს.

მედიის ინფორმაციით, ექსპერტთა საბჭოს შეხვედრა ხამენეის დაკრძალვის შემდეგ გაიმართება.

ცნობისთვის, დღეს ისრაელმა ქალაქ ყუმში მდებარე ექსპერტთა საბჭოს შენობას დაარტყა. Fox News-ის ინფორმაციით, ისრაელმა მაშინ დაარტყა, როდესაც ასამბლეის წევრები ახალი უზენაესი ლიდერის ასარჩევად ხმის მისაცემად იკრიბებოდნენ. მოგვიანებით, ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ შენობიდან ევაკუაცია დარტყმამდე განხორციელდა.

აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია 28 თებერვალს ისრაელის მიერ მის რეზიდენციაზე დარტყმების შედეგად განხორციელდა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში