ვლადიმერ პუტინი - კიევის რეჟიმი დასავლური სადაზვერვო სამსახურების მხარდაჭერით „ლურჯი ნაკადისა“ და „თურქული ნაკადის“ აფეთქების ოპერაციას ამზადებს - ეს ძალიან სახიფათო თამაშია

უკრაინა დასავლური სადაზვერვო სამსახურების მხარდაჭერით შავი ზღვის გაზსადენებზე თავდასხმას გეგმავს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„კიევის რეჟიმის ქცევა აგრესიულ ხასიათს ატარებს. ეს ძალიან საშიშია. ჩვენი სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, ისევე როგორც, ერთხელ უკვე ააფეთქეს „ჩრდილოეთის ნაკადი“, კიევის რეჟიმი დასავლური სადაზვერვო სამსახურების მხარდაჭერით „ლურჯი ნაკადისა“ და „თურქული ნაკადის“ აფეთქების ოპერაციას ამზადებს“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთმა „თურქი მეგობრები უკვე გააფრთხილა“.

„ვნახოთ, რა მოხდება. თუმცა, ეს ძალიან სახიფათო თამაშია“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

გიორგი კობერიძე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია