ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ახლო აღმოსავლეთში ექსპერტთა ჯგუფს გაგზავნის

უკრაინა ახლო აღმოსავლეთში ექსპერტთა ჯგუფს გაგზავნის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„ბოლო რამდენიმე დღეში ირანმა 800-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა და 1400-ზე მეტი დრონი გაუშვა. უკრაინას ადამიანების სიცოცხლის დაცვისა და სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით წვლილის შეტანა შეუძლია. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, სადაზვერვო სააგენტოებთან, თავდაცვის მინისტრთან, ჩვენს სამხედრო სარდლობასთან და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანთან ერთად, დავავალე, რომ წარმოადგინონ შესაბამისი ქვეყნების დახმარების ვარიანტები და უზრუნველყონ დახმარება ისე, რომ ჩვენი თავდაცვა არ დასუსტდეს“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, უკრაინელი ექსპერტები ადგილზე იმუშავებენ და შესაბამისი ჯგუფები ამ ძალისხმევის კოორდინაციას უკვე ახდენენ.

„ჩვენ პარტნიორებთან კოორდინაციას გავაგრძელებთ“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება