საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში გრძელდება - ნიკოლოზ სამხარაძე კონგრესმენ ადერჰოლტს შეხვდა

დავასრულეთ შეხვედრა კონგრესმენ ადერჰოლტთან, რომელიც არის საგარეო კომიტეტის წევრი და ამავდროულად, არის აშშ-ის დელეგაციის წევრი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში. საუბარი გვქონდა საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებზე და იმ მზაობაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომ გავაუმჯობესოთ ეს ურთიერთობები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, კონგრესისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

სამხარაძის განცხადებით, კონგრესმენი დაინტერესდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით. ასევე, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს სტრატეგიულ როლზე ტრანზიტისა და დაკავშირებადობის მიმართულებით და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

„კონგრესმენი დაინტერესდა ოკუპაციის საკითხებით, რა ვითარებაა ოკუპირებულ რეგიონებში და ჩვენ მას ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ ამ თემაზე, ასევე, იმ საფრთხეებზე, რომლის წინაშეც საქართველო დგას. გვქონდა საუბარი საქართველოს ტრანზიტის და დაკავშირებადობის ფუნქციაზე და ამ მიმართულებით ჩვენს სტრატეგიულ როლზე. ასევე, შევთანხმდით, რომ როგორც საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლები, ამ მიმართულებითაც აქტიურად ვითანამშრომლებთ. ასევე, კონგრესმენი ცნობილია მისი დაინტერესებით ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში და შევთავაზეთ, რომ ამ საკითხებზეც ერთობლივად ვიმუშაოთ საქართველოს პარლამენტმა და აშშ-ის კონგრესმა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს