17 მარტს პროკრედიტ ბანკი ქალ მეწარმეებს უმასპინძლებს

ქალები ბიზნესში (WiB) პროგრამის ფარგლებში, 17 მარტს პროკრედიტ ბანკში ქალი მეწარმეებისთვის შეხვედრა გაიმართება.

ღონისძიება განკუთვნილია იმ მეწარმე ქალებისთვის, რომლებიც საკუთარ ბიზნესს ფლობენ ან კომპანიის მენეჯმენტში ლიდერულ როლს ასრულებენ, კომპანიის ზომისა და განვითარების ეტაპის მიუხედავად.

ღონისძიების მთავარი სპიკერი იქნება თინათინ რუხაძე - ეისითი გლობალის (ACT Global) მმართველი პარტნიორი. მისი მასტერკლასი თემაზე „გაბედე, რომ გაიზარდო!“ შეეხება არჩევანს და იმ შინაგან გარდატეხას, რომელიც ცვლის ჯერ ლიდერს და შემდეგ მის ბიზნესს. ეს არის მასშტაბურად ფიქრისა და მოქმედების გაბედულებაზე. გაბედულებაზე, იყო ის, ვინც სინამდვილეში ხარ.

შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართება ქალები ბიზნესში (WiB) პროგრამის შესაძლებლობებისა და ფინანსური ინსტრუმენტების მიმოხილვა და ღია დიალოგი მონაწილეებთან.

დასწრება უფასოა, თუმცა აუცილებელია რეგისტრაცია, რადგან ადგილები შეზღუდულია.

Women in Business (WiB) პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც პროკრედიტ ბანკის, ევროკავშირის, შვედეთის და EBRD-ის თანამშრომლობით ხორციელდება და ქალი მეწარმეების მრავალმხრივ მხარდაჭერას გულისხმობს. პროგრამის ფარგლებში პროკრედიტ ბანკმა ქალთა მიერ მართულ კომპანიებში უკვე 4 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

  • 17 მარტი
  • 12:00 საათი
  • პროკრედიტ ბანკის სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის 21

შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია: https://bit.ly/4r4SIKP

(R)

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს