საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა საზღვაო უსაფრთხოების უწყებათშორისი საბჭოს სხდომა გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის ხელმძღვანელობით, საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრში, საზღვაო უსაფრთხოების უწყებათშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სხდომაზე განიხილეს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობის ანგარიში, შავ ზღვაზე არსებული ვითარება, უსაფრთხოების საკითხები და რისკები.

„საბჭოს წევრებმა იმსჯელეს, ბოლო დროს, მსოფლიოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოში არსებულ გამოწვევებზე. ასევე, განსაზღვრეს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის პრიორიტეტები და განიხილეს სამომავლო გეგმები. ამასთან, დამტკიცებულ იქნა საბჭოს სხდომის რეგლამენტი და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.

სხდომას ესწრებოდნენ საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის საბჭოში შემავალი უწყებების მინისტრის მოადგილეები და შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელი პირები, მათ შორის: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი.

საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი (JMOC) წარმოადგენს საზღვაო და სასაზღვრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის უნიკალურ კონცეფციას, რომელსაც უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული და ოპერატიული დანიშნულება აქვს. უწყებათშორისი საბჭო კი სწორედ აღნიშნული ცენტრის საქმიანობის კოორდინაციას უზრუნველყოფს.

საბჭოს ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა მინისტრი; მის შემადგენლობაში არიან - სასაზღვრო პოლიციის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული უწყებები.

საზღვაო უსაფრთხოების უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ და საბჭოს წევრებმა, სანაპირო დაცვის ფოთის ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა და მცურავი საშუალებები დაათვალიერეს.

გეკა გელაძემ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია