გოგიტა თოდრაძე გაეროს სტატისტიკის კომისიის 57-ე სესიაში მონაწილეობს

„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე გაეროს სტატისტიკის კომისიის 57-ე სესიაში იღებს მონაწილეობას, რომელიც 3-6 მარტს, ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში იმართება. ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაეროს სტატისტიკის კომისია წარმოადგენს ოფიციალური სტატისტიკის სფეროში უმაღლესი დონის სამთავრობათაშორისო ფორმატს, რომელიც განსაზღვრავს გლობალურ სტანდარტებსა და მეთოდოლოგიურ ჩარჩოებს.

„სესიაში მონაწილეობენ გაეროს წევრი ქვეყნების სტატისტიკის ეროვნული სამსახურების ხელმძღვანელები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სესიის ფარგლებში, გოგიტა თოდრაძე სიტყვით გამოდის კომისიის პლენარულ სხდომებზე, მონაწილეობს თემატურ განხილვებში და ისაუბრებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სოციალური და დემოგრაფიული სტატისტიკა, ეროვნული ანგარიშები, გარემოსა და კლიმატის ცვლილების სტატისტიკა, სოფლის მეურნეობის სტატისტიკა, ბიზნესისა და ვაჭრობის სტატისტიკა, მდგრადი განვითარების მიზნების ინდიკატორები და 2030 წლის დღის წესრიგის მონიტორინგი, სტატისტიკური მონაცემებისა და მეტამონაცემების გავრცელება, სტატისტიკის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება, რეგიონული სტატისტიკური თანამშრომლობის განვითარება, სტატისტიკისა და გეოსივრცითი ინფორმაციის ინტეგრაცია, აგრეთვე მონაცემთა მეცნიერებისა და ალტერნატიული მონაცემების გამოყენება ოფიციალურ სტატისტიკაში.

„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი თავის გამოსვლებში ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს სტატისტიკის სისტემაში მიმდინარე ინსტიტუციურ და მეთოდოლოგიურ განვითარებაზე, საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციაზე, მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესებასა და მომხმარებელზე ორიენტირებული სტატისტიკური პროდუქტების განვითარებაზე. ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და ადმინისტრაციული მონაცემების ეფექტიანი გამოყენების მნიშვნელობაზე.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და პარტნიორი ქვეყნების სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელებთან, სადაც განხილული იქნება მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

საქართველოს აქტიური მონაწილეობა გაეროს სტატისტიკის კომისიის 57-ე სესიაში უნიკალური შესაძლებლობაა ქვეყნის სტატისტიკური სისტემის საერთაშორისო ინტეგრაციის გასაღრმავებლად და გლობალურ სტატისტიკურ პროცესებში მისი გავლენის გასაძლიერებლად“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში