აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ცვლილებებია: დავით ჩერქეზიშვილი რექტორად აგრძელებს საქმიანობას, კახაბერ ლაზარაშვილი - წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარედ

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) რექტორის პოზიციაზე პროფესორი დავით ჩერქეზიშვილი გააგრძელებს საქმიანობას, ხოლო პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარედ იქნა არჩეული.

დავით ჩერქეზიშვილი არის ვარშავის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, არაერთი საერთაშორისო პუბლიკაციის ავტორი, სამეცნიერო კონფერენციის მომხსენებელი და საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, 2013-2021 წლებში იყო აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი, ხოლო 2021-2025 წლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი.

პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი არის მიდლსექსისა და ბრემენის უნივერსიტეტების მოწვეული პროფესორი, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) განათლების დარგობრივი კომიტეტის წევრი, 2021-2025 წლებში იყო აღმოსავლეთ ევროპის უნივერისიტეტის რექტორი.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში განახლებული სტრატეგიული მიზნების შესაბამისად არაერთი სიახლე განხორციელდა, საერთაშორისო აკრედიტაცია მიენიჭა ექვს საგანმანათლებლო პროგრამას, ასევე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დანერგვის პროცესშია და უნივერსიტეტის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის აქტიურ ფაზას მოიცავს.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) მმართველობითი ცვლილებები ინსტიტუციური განვითარების სტრატეგიის ფარგლებში განხორციელდა და უნივერსიტეტის გრძელვადიანი მიზნების ეფექტიან რეალიზაციას ემსახურება.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება