„ოპოზიციის ალიანსი“ - კიდევ ერთხელ ვადასტურებთ გამარჯვების შეთანხმებულ სტრატეგიას: არ ვაღიარებთ ამ რეჟიმის ლეგიტიმურობას და ერთობლივად ვმუშაობთ არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ

დიქტატორი ივანიშვილი საკუთარი ლეგიტიმაციის არაღიარებისთვის პატიმრობით სჯის იმ ხალხს, რომელიც ნებისმიერი დემოკრატიული ხელისუფლების ლეგიტიმაციის ერთადერთი წყაროა - რეჟიმი თავადვე ააშკარავებს საკუთარი მარცხის წინაპირობას: მას ყველაზე მეტად ხალხის არაღიარების ეშინია, - ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მსგავს ნაბიჯებს მხოლოდ ის ხელისუფლება დგამს, რომელმაც იცის, რომ პოლიტიკური ლეგიტიმაცია არ გააჩნია, „რადგან მან უღალატა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და კონსტიტუციას“.

„გუშინ ბიძინა ივანიშვილის პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო მორიგი რეპრესიული კანონი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს რეჟიმის არალეგიტიმურად მიჩნევის გამო, სისხლისსამართლებრივი დევნით ემუქრება.

დიქტატორი ივანიშვილი საკუთარი ლეგიტიმაციის არაღიარებისთვის პატიმრობით სჯის იმ ხალხს, რომელიც ნებისმიერი დემოკრატიული ხელისუფლების ლეგიტიმაციის ერთადერთი წყაროა.

მსგავს ნაბიჯებს მხოლოდ ის ხელისუფლება დგამს, რომელმაც იცის, რომ პოლიტიკური ლეგიტიმაცია არ გააჩნია, რადგან მან უღალატა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და კონსტიტუციას.

სწორედ მოღალატეობრივ პოლიტიკაზე საზოგადოების სამართლიანი რეაქციის გასანეიტრალებლად სჭირდებათ მსგავსი დრაკონული კანონები, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს აუქმებს.

თუმცა ამავდროულად, რეჟიმი თავადვე ააშკარავებს საკუთარი მარცხის წინაპირობას: მას ყველაზე მეტად ხალხის არაღიარების ეშინია.

ოპოზიციის ალიანსი კიდევ ერთხელ ვადასტურებთ გამარჯვების შეთანხმებულ სტრატეგიას: არ ვაღიარებთ ამ რეჟიმის ლეგიტიმურობას და ერთობლივად ვმუშაობთ არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ ქვეყანას ეყოლება დემოკრატიული, კოალიციური ხელისუფლება, რომელიც გააუქმებს ყველა რეპრესიულ კანონს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს