ნიკა გვარამია - ამერიკულ წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანს მიზანში აქვს ამოღებული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი - რა ზომებს მივმართავთ, სადაა მშვიდობის მქადაგებელი „ქოცრეჟიმი"? არ იმსახურებს საზოგადოება განმარტებას?

„ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ამერიკულ წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანს მიზანში აქვს ამოღებული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი, რომელიც გადის - აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე.

გვარამიას ამბობს, რომ აღნიშნულზე განცხადება უკვე გააკეთეს თურქეთმა და აზერბაიჯანმა და სვამს კითხვას, თუ „რა ვითარებაა ამ მიმართულებით საქართველოში“.

„ისრაელის ნავთობ მომარაგების მესამედი გადის, არც მეტი, არც ნაკლები, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე. ამერიკულ წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანს მიზანში აქვს ამოღებული ეს მილსადენი, რომელიც 3 სახელმწიფოზე - აზერბაიჯანზე, საქართველოზე და თურქეთზე გადის. აზერბაიჯანმა და თურქეთმა განცხადებები გააკეთეს.

რა ვითარებაა ამ მიმართულებით საქართველოში, რა ინფორმაცია გვაქვს, რა ზომებს მივმართავთ - სადაა მშვიდობის მქადაგებელი „ქოცრეჟიმი"? არ იმსახურებს საზოგადოება განმარტებას?", - წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება