გრიგოლ გეგელია - „ქართული ოცნება“ ცდილობს საკითხების არშემჩნევით გავიდეს ფონს, მაგრამ იმ ვითარებაში, რომელშიც დღეს რეგიონია, საკითხების არშემჩნევა და სილაში თავის ჩარგვა, მხოლოდ ეროვნულ სისუსტეს და უსუსურობას ნიშნავს

საქართველოს მმართველ რეჟიმს არც უსაფრთხოების საბჭო მოუწვევია, არც ირანის ელჩი ყოფილა მიწვეული საგარეო საქმეთა სამინისტროში - რეჟიმის კურსს არაფერი საერთო არ გააჩნია არც მშვიდობასთან, არც პრაგმატიზმთან, არც ეროვნულობასთან, ეს არის უსუსურების და კაპიტულაციის კურსი „ქოცურ“-რუსულ ფერებში, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს საკითხების არშემჩნევით გავიდეს ფონს, მაგრამ იმ ვითარებაში, რომელშიც დღეს რეგიონია, საკითხების არშემჩნევა და სილაში თავის ჩარგვა, მხოლოდ ეროვნულ სისუსტეს და უსუსურობას ნიშნავს.

„იმ ვითარებაში, როდესაც რეგიონის დინამიკა არის ძალიან მყიფე და სწრაფად ცვალებადი, ვხედავთ, რომ საქართველოს მმართველ რეჟიმს არც უსაფრთხოების საბჭო მოუწვევია, არც რაიმე ტიპის კონტინენტურობის გეგმები აქვს შემუშავებული იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის სცენარის განვითარებას შეიძლება ელოდოს მოსახლეობა და რა ტიპის შედეგს მოიტანს ეს ქვეყანაში. არაფერზე მსჯელობა არ გამართულა, არც ირანის ელჩი ყოფილა მიწვეული საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტების მოსასმენად, თუნდაც ბაქო-ჯეიჰანის მილსადენთან დაკავშირებით. რომლის თაობაზეც უკვე 2 დღეა ვრცელდება ცნობები, რომ შეიძლება ირანის სამიზნე გახდეს. ქართული სახელმწიფო არსად ჩანს მაშინ, როდესაც რეგიონში მიმდინარეობს ფუნდამენტური კრიტიკული მნიშვნელობის მოვლენები თავისი სამხედრო ფიზიკური გამოხატულებით. ეს აჩვენებს იმას, რომ ამჟამინდელი რეჟიმის კურსს არაფერი საერთო არ გააჩნია არც მშვიდობასთან, არც პრაგმატიზმთან, არც ეროვნულობასთან. ეს არის უსუსურების და კაპიტულაციის კურსი „ქოცურ“-რუსულ ფერებში.

„ქართული ოცნების“ სტრატეგიას რეალურად, საერთო არაფერი გააჩნია არც სამშვიდობო პოლიტიკასთან, არც ეროვნულ მიზნებთან, არც პრაგმატიზმთან. ეს არის სილაში თავის ჩარგვის პოლიტიკა. ცდილობს საკითხების არშემჩნევით გავიდეს ფონს, მაგრამ იმ ვითარებაში, რომელშიც დღეს არის რეგიონი, საკითხების არშემჩნევა და სილაში თავის ჩარგვა, მხოლოდ ეროვნულ სისუსტეს და უსუსურობას ნიშნავს,“ - განაცხადა გეგელიამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია