საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ პროკურორებს და გამომძიებლებს რანგში დაწინაურების სერტიფიკატები გადასცა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ რანგში დაწინაურებულ პროკურორებს და გამომძიებლებს სერტიფიკატები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ზურაბ ბელთაძე, გენერალური პროკურორის მოადგილეები გიგა ძნელაძე, ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, ამირან გულუაშვილი და ასევე პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ რანგში დაწინაურებულ პროკურორებს და გამომძიებლებს პროფესიული წინსვლა მიულოცა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს არის თქვენი შრომის, პროფესიული თავდადების და ხელმძღვანელების მხრიდან ნდობის გამოცხადების კიდევ ერთი აღიარება. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პროკურატურის თანამშრომლის წინსვლა ჩვენი სისტემის წინგადადგმული ნაბიჯი და ყველას გამარჯვებაა. ჩვენთვის სტრატეგიული პრიორიტეტია თანამშრომელთა პროფესიული ზრდის შესაბამისი ღირსეული სოციალური უზრუნველყოფა და გაწეული შრომის დაფასება. წახალისებას და რანგირებას საფუძვლად უდევს რთული, თავდაუზოგავი და ყოველდღიური შრომა. ვაფასებ თქვენს მიერ გაწეული სამუშაოს მნიშვნელობას და მადლობას გიხდით საპასუხისმგებლო პროფესიული ტვირთის ღირსეული შესრულებისთვის”, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს - რანგირების საბჭოზე რანგში დაწინაურების მიზნით 41 პროკურატურის თანამშრომელი იყო წარდგენილი. მათ შორის პირველი რანგი მიენიჭა 22 თანამშრომელს აქედან 17 პროკურორს და 5 გამომძიებელს, ხოლო მეორე რანგი მიენიჭა 19 თანამშრომელს - 15 პროკურორს და 4 გამომძიებელს.

საქართველოს პროკურატურაში პროკურატურის თანამშრომელთა რანგირების სისტემა 2020 წლიდან საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით დაინერგა. დღეის მდგომარეობით პირველი და მეორე რანგი მინიჭებული აქვს 234 თანამშრომელს. აქედან პირველი რანგი 79 პროკურორს და 18 გამომძიებელს, ხოლო მეორე რანგი მინიჭებული აქვს 111 პროკურორს და 26 გამომძიებელს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს