სალომე სამადაშვილი - "ქართული ოცნება" სწრაფად ემსგავსება ჭაობში ჩავარდნილ ადამიანს, რომელიც ყველა ახალი მოძრაობით უფრო ღრმად ჩადის

"ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ახალი კანონები აბსურდული შინაარსისაა და მათი სრულად აღსრულება შეუძლებელია.

სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ აღნიშნული კანონები პრაქტიკაში შერჩევითად იქნება გამოყენებული და შესაძლოა გახდეს კონკრეტული ადამიანებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვისა და გარკვეული პირებისა თუ ორგანიზაციების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი.

"ქართული ოცნების" მიერ მიღებული ახალი კანონები არის აბსურდული შინაარსის და მათი სრულად აღსრულება შეუძლებელია. ცხადია, ამ მახინჯი კანონების გამოყენება შერჩევითად მოხდება, კონკრეტული ადამიანებისთვის პოლიტიკური საქმიანობის ასაკრძალად, კონკრეტული ადამიანების თუ ორგანიზაციების სისხლის სამართლებრივი დევნისთვის. ყველა ეს კანონი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ადრე თუ გვიან სტრასბურგის სასამართლოს ამის დადგენის შესაძლებლობა მიეცემა, აუცილებლად. (ცხადია, თუ ევროსაბჭოდან ჩვენს გამოყვანასაც არ დაავალებს რეჟიმს რუსეთი). პოლიტიკურად კი, მიღებული კანონები მხოლოდ რეჟიმის ავტოკრატიული შინაარსის შემდგომ ლეგიტიმაციას ახდენს. შესაბამის შედეგს გამოიღებს საერთაშორისო კონტექსტშიც, რეჟიმის შემდგომი იზოლაციის თვალსაზრისით. "ქართული ოცნება" სწრაფად ემსგავსება ჭაობში ჩავარდნილ ადამიანს, რომელიც ყველა ახალი მოძრაობით ჭაობში უფრო ღრმად ჩადის",- წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება