ნიკოლოზ სამხარაძე სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ვაშინგტონში გამართულ სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაში მონაწილეობს.

„მე წარმოვადგენ მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას" და ჩვენი ქართული ოცნებაა, გვქონდეს სრული სუვერენიტეტი ჩვენს ქვეყანაზე. ჩვენ ვართ ნაწილობრივ ოკუპირებული ქვეყანა - ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ამიტომ ჩვენი ოცნებაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხალხის სუვერენიტეტსა და სუვერენულ გადაწყვეტილებებს პატივი უნდა ვცეთ", - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, საქართველო არაერთხელ გახდა „მემარცხენე რადიკალური ჯგუფების“ თავდასხმის ობიექტი, მათ შორის დასავლეთის მხარდაჭერით.

„ჩვენ ვიყავით ჩვენს არჩევნებსა და შიდა საქმეებში უცხოური ჩარევის მსხვერპლნი. როდესაც უცხოურ ჩარევაზე ვსაუბრობ, არ ვგულისხმობ მხოლოდ რუსეთის ფედერაციას; არამედ, გულისხმობ ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აშშ-დან და ევროპიდან ფინანსდებოდნენ და რომლებიც რეალურად მუშაობდნენ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმაციის შელახვაზე, ასევე არეულობის, ძალადობისა და საბოლოო ჯამში, ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის წახალისებაზე", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა.

მან ყურადღება გაამახვილა მშობელთა შეხედულებების გამო შვილების შევიწროების ფაქტებზე, რომელზეც კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციაშიც არის წარმოდგენილი ქალი პოლიტიკოსი, რომელიც ასევე გახდა თავდასხმის მსხვერპლი თავის შვილებთან ერთად, როდესაც „მას მემარცხენე რადიკალები მისი აზრის გამო დაესხნენ თავს“. მისი თქმით, ეს არის ძალიან სერიოზული საფრთხე, რომლის წინაშეც ყველა დგას.

ნიკოლოზ სამხარაძემ იმედი გამოთქვა, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

„ახალი ადმინისტრაციის არჩევასთან ერთად, ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რადგან იდეოლოგიურად ერთსა და იმავე პოზიციაზე ვართ. ჩვენი ღირებულებები - ქრისტიანული და ტრადიციული ფასეულობები - არის ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკის საფუძველი. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, პირველ რიგში, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და აყვავდება, და მეორე - ჩვენ ერთად დავდგებით სუვერენიტეტის, დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლებისა და არჩევნების დასაცავად ჩვენს ქვეყნებში", - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია