Politico - ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობამ უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანების გეგმას მხარი არ დაუჭირა

ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობამ უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანების გეგმას მხარი არ დაუჭირა, - ინფორმაციას Politico წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ელჩებმა ბრიუსელში გამართულ სამუშაო სადილზე ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის გუნდს აცნობეს, რომ მხარს არ უჭერენ უკრაინის ე.წ. „ჯერ გაწევრიანების, შემდეგ ინტეგრაციის“ გეგმას.

დიპლომატიურმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ რამდენიმე ქვეყანა გეგმის წინააღმდეგ მკაცრ პოზიციას იჭერს.

ერთ-ერთი დიპლომატის განცხადებით, გეგმა, რომელიც 2027 წლისთვის უკრაინის ნაწილობრივ გაწევრიანებას ითვალისწინებს, „წინ არ მიიწევს“.

„გვსურს უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდეს, მაგრამ გაწევრიანების დამსახურებაზე დაფუძნებულ სისტემაზე უარს ვერ ვიტყვით“, - აღნიშნა ერთ-ერთმა დიპლომატმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს