ნიკოლოზ სამხარაძე - 1990-იან წლებში რუსეთმა გამოიყენა ენერგეტიკული იარაღი ჩვენს წინააღმდეგ, საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს შესანიშნავი მეზობელი,  აზერბაიჯანი - მომდევნო 10 წლის განმავლობაში სამი მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის აშენებას ვაპირებთ

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სიტყვით გამოვიდა სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციის ფარგლებში გამართულ ენერგოდამოუკიდებლობის პანელზე. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, პანელში ამერიკელი კონგრესმენები, ავსტრიელი ევროპარლამენტარი და სერბეთის მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სიტყვით გამოსვლისას ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა ენერგორესურსების პოლიტიკურ იარაღად გამოყენება. მისი თქმით, აღნიშნული პროცესები ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიწყო.

„ჩვენ ვიყავით ენერგორესურსების პოლიტიკურ იარაღად გამოყენების პირველი მსხვერპლნი. ეს ჯერ კიდევ 1990-იან წლებში მოხდა, როდესაც რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტი გვქონდა - რუსეთმა გამოიყენა თავისი ენერგეტიკული იარაღი ჩვენ წინააღმდეგ და, ფაქტობრივად, დაბლოკა ენერგიის მიწოდება საქართველოში. თუმცა, საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს შესანიშნავი მეზობელი - აზერბაიჯანი", - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლის დროს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პარტნიორობა.

„1990-იან წლებში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა გადაწყვიტეს ძალების გაერთიანება, რადგან აზერბაიჯანი იყო ქვეყანა, რომელმაც კასპიის ზღვაში ნავთობის მოპოვება დაიწყო და მათ ასევე სჭირდებოდათ ნავთობის ექსპორტი რუსეთის ალტერნატიული გზებით", - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

სიტყვით გამოსვლისას ნიკოლოზ სამხარაძემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო მდიდარია ჰიდრორესურსებით და მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაგეგმილია სამი მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის აშენება, რაც მისივე განცხადებით, გაასამმაგებს ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავებას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებას.

„ჩვენ ძალიან მდიდარი ვართ ჰიდრორესურსებით და მომდევნო 10 წლის განმავლობაში საქართველოში სამი მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის აშენებას ვაპირებთ, რაც გაასამმაგებს და დააჩქარებს ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავებას. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე ჩვენს რუმინელ, უნგრელ და აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად", - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში