ეკა სეფაშვილი აშშ-ში ვიზიტზე - ხაზი გაესვა ღირებულებით ერთობას, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის ამჟამინდელ ხელისუფლებას აქვს - ყველა კონგრესმენს ჰქონდა კითხვები საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს მათ სურვილს, გაერკვნენ ვითარებაში

ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა კონგრესმენებთან, რომლებმაც საკმაოდ თბილ და მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა- განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.

სეფაშვილის თქმით, საუბარი შეეხო ქვეყნის უსაფრთხოებას და სტაბილურობას.

მისი თქმით, ის კითხვები, რომლებიც შეხვედრისას კონგრესმენების მხრიდან დაისვა, ადასტურებს იმ ინტერესს, რომელიც აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას აქვს საქართველოსთან დაკავშირებით.

„აღსანიშნავია, რომ ჩვენ ხაზი გავუსვით იმ გარემოებას, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და აქედან გამომდინარე არის საფრთხეები ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინაშე. მით უმეტეს, იმ გარემოებაში, როდესაც მსოფლიო ფაქტობრივად ცეცხლის ალში არის გახვეული. ამ საკითხზე განსაკუთრებული ყურადღება იყო გამახვილებული და ასევე, ხაზი გაესვა იმ ღირებულებით ერთობას, რომელიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელ ხელისუფლებას აქვს. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო მომავალი ეკონომიკური ერთობლივი პროექტების განვითარების საკითხს, რომელიც არის კარგი საერთო ინტერესების განვითარებისთვის, რომელმაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს უფრო მტკიცე პოლიტიკურ ურთიერთობებს, რაც შეიძლება აისახოს ახალი ტიპის სტრატეგიულ პარტნიორობაში, რომლის ჩამოყალიბება თანდათან უფრო რეალურ კონტურებს იძენს. ამის შესახებ საკმაოდ დადებითი მოლოდინებია და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ამ მიმართულებით კიდევ უფრო ქმედითი და უფრო კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.

აღსანიშნავია, რომ ყველა კონგრესმენს ჰქონდა გარკვეული კითხვები საქართველოს პოლიტიკასთან დაკავშირებით, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, მათი ეს კითხვები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ინტერესს, რაც მათ გააჩნიათ საქართველოს მიმართ და მე განვიხილავ ამ ინტერესს პოზიტიურ ჭრილში, რადგან ის, რომ მათ სურთ პირველი წყაროდან მიიღონ პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც რეალურად არსებობს, ნიშნავს მათ სურვილს, რომ გაერკვნენ ვითარებაში და შესაბამისად ხელი შეუწყონ ურთიერთობების პოზიტიურ ჭრილში განვითარებას”, -განაცხადა სეფაშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია