ლევან მახაშვილი „ოპოზიციურ ალიანსზე“ - პოპკორნს მივირთმევთ და დავაკვირდებით, ერთმანეთს როგორ შეჭამენ - თვითონ გაერკვნენ: ვინ ვინ არის, რა რა არის

პოპკორნს მივირთმევთ და დავაკვირდებით, ერთმანეთს როგორ შეჭამენ - თვითონ გაერკვნენ: ვინ ვინ არის, რა რა არის, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან „ოპოზიციის ალიანსზე“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი ძალისთვის ეს პროცესი ნაკლებად საინტერესოა.

„პოპკორნს მივირთმევთ და დავაკვირდებით, ერთმანეთს როგორ შეჭამენ. ამ ოპოზიციურ ფლანგზე ახალი არაფერი ხდება. თვითონ გაერკვნენ - ვინ ვინ არის, რა რა არის. საზოგადოებამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის ერთზეც, მეორეზეც და მესამეზეც: ვინ არიან, რა უკეთებიათ ქვეყნისთვის და ხალხისთვის და ზოგიერთი მათგანი დღესაც რას აკეთებს, რომ ერთი სული აქვთ, იქნებ რომელიმე ქართულ სკოლასაც დრონი დაეცეს და აფეთქდეს. ჩვენთვის, როგორც მმართველი ძალისთვის ეს პროცესი ნაკლებად საინტერესოა, თავად გაერკვნენ ერთმანეთში“, - განაცხადა მახაშვილმა.

ამასთან, ლევან მახაშვილმა შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც ის პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ მოღალატეს უწოდებს და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეფასებები მიუღებელია იმ ადამიანისგან, რომლის მოვალეობა სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა და პატივისცემა უნდა იყოს.

„მე „გახარიელების“ დამცველად ნამდვილად ვერ გამოვდგები, მაგრამ როდესაც საუბარია პარლამენტზე, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის პატივისცემაზე, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებს, მით უმეტეს ყოფილი პრეზიდენტი, რომლის უპირველესი მოვალეობა უნდა იყოს სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა და პატივისცემა, ყოვლად მიუღებელია მსგავსი ტიპის შეფასებები. ჩვენ სხვა ვერავის დამცველად ვერ გამოვდგებით, მაგრამ ყველას მოვუწოდებთ, რომ პატივი სცენ საქართველოს პარლამენტს - არა მხოლოდ პარლამენტს, არამედ იმ ადამიანებს, რომლებმაც მხარდაჭერა გამოხატეს ამა თუ იმ პარტიის მიმართ - მინიმუმ ამის გამო უნდა გააკეთონ ნორმალური განცხადებები. ამ ტიპის ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ახალი არ არის, ეს მისი სტილია, მისი სტრატეგიაა”, - აღნიშნა მახაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სოციალურ ქსელში, როდესაც ხალხის კითხვებს პასუხობდა, აღნიშნა, რომ პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში და ხან „ოცნების“ გზავნილებს იმეორებენ, ესენი არიან მოღალატეები. მისი თქმით, ოპოზიცია ერთობას მაინც მიაღწევს.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება