არჩილ გორდულაძე - საზოგადოებას თვლაც აგვერია მერამდენე ფანჩატურის გაერთიანებას ვუყურებთ - სრული აბსურდია, როდესაც საუბრობენ რაიმე გაერთიანებაზე, რადგან ერთად იყვნენ და არც არსად წასულან

საზოგადოებას თვლაც აგვერია მერამდენე ფანჩატურის გაერთიანებას ვუყურებთ - სრული აბსურდია, როდესაც საუბრობენ რაიმე გაერთიანებაზე, რადგან ერთად იყვნენ და არც არსად წასულან, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან „ოპოზიციურ ალიანსზე“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ეს მცდელობებიც ფუჭად ჩაივლის, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ „ლელო" და „გახარიელები“ სრულად თანხვედრაში არიან იდეოლოგიურად და ამავდროულად ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში „კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან“.

„საზოგადოებას თვლაც აგვრია მერამდენე ფანჩატურის გაერთიანებას ვუყურებთ. სრული აბსურდია, როდესაც საუბრობენ რაიმე გაერთიანებაზე, რადგან ერთად იყვნენ და არც არსად წასულან. უბრალოდ, ეს გაერთიანება კიდევ ერთხელ არის იმისთვის გაკეთებული, რომ რაიმე „ნიუსი“ გავრცელდეს მათსავე კონტროლირებულ ტელევიზიებში. მეორე მხრივ, როგორმე გაიწმინდოს და ჩამოირეცხოს ის დანაშაულებრივი ლაქა, რაც აქვს „ლელოს" და „გახარია-ნაცებს“, როგორმე გაამართლონ ეს პარტიები და წარმოაჩინონ ისე, თითქოს მათ „კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან“ არავითარი კავშირი არ აქვთ.

ეს მცდელობებიც ფუჭად ჩაივლის, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ „ლელო" და „გახარიელები“ სრულად თანხვედრაში არიან იდეოლოგიურად და ამავდროულად ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში „კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ამასთან, არჩილ გორდულაძემ შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც ის პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ მოღალატეს უწოდებს და აღნიშნა, რომ „ეს არის მათი პატრონების მცდელობა, რომ წარმოაჩინონ, თითქოს, რაიმე დაპირისპირება არსებობს“.

„რაც შეეხება რიგითი „ნაცის“, სალომე ზურაბიშვილის, რიგით „ნაც“ გიორგი გახარიაზე გაკეთებულ განცხადებას, ეს არის ზუსტად მათი პატრონების მცდელობა, რომ წარმოაჩინონ, თითქოს, რაიმე დაპირისპირება არსებობს და როგორმე ჩამორეცხონ ის მოღალატეობრივი ლაქა, რომელიც ერთი მხრივ, აქვს გაერთიანებულ „ნაცმოძრაობას“, მეორე მხრივ „ლელოს" და „გახარიელებს“. ცდილობენ, როგორმე „ლელოელი“ და „გახარიელი“ „ნაცები“ საზოგადოებას შეასაღონ, როგორც „არანაცები“, მაგრამ ეს მიზანს ვერ მიაღწევს. ახლა გინდა ერთმანეთს შეურაცხყოფები მიაყენონ, გინდა ლანძღონ - საბოლოოდ „ნაცი“ რომ „ნაცია“, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის“, - აღნიშნა გორდულაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სოციალურ ქსელში, როდესაც ხალხის კითხვებს პასუხობდა, აღნიშნა, რომ პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში და ხან „ოცნების“ გზავნილებს იმეორებენ, ესენი არიან მოღალატეები.

მისი თქმით, ოპოზიცია ერთობას მაინც მიაღწევს.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება