გრიგოლ გეგელია - „ქოცური“ დელეგაცია გეგმავდა ევროპარლამენტში ვიზიტს, როგორც ჩანს, ახლა ამ ვიზიტის განხორციელება ვიზის რიგში მოუწევთ - რეჟიმი იმასაც ვეღარ ახერხებს, რომ უვიზოდ ჩავიდეს საქმიან ვიზიტზე, ეს არის მათი კიდევ ერთი კრახი

ევროკავშირმა ოფიციალურად გააუქმა უვიზო რეჟიმი „ქოცური რეჟიმის“ წარმომადგენლებისთვის, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს არის „ქოცური“ რეჟიმის კიდევ ერთი კრახი“.

„უვიზო მიმოსვლა ჩამოერთვა ყველა პირს, ვინც დიპლომატიური, სამსახურეობრივი და ოფიციალური პასპორტით სარგებლობს. პარალელურად, ევროკავშირმა „ქოცებისთვის“ კიდევ ერთი აკრძალვა დააწესა: ისინი ვერ შეძლებენ ჩვეულებრივი პასპორტით გადაადგილებას საქმიან ვიზიტებზე ჩასასვლელად, როგორც კობახიძე და რეჟიმის სხვა წარმომადგენლები იმუქრებოდნენ. ჩვენ ვიცით, რომ „ქოცური“ დელეგაცია ახლო მომავალში გეგმავდა ევროპარლამენტში ვიზიტს. როგორც ჩანს, ახლა ქოცებს ამ ვიზიტის განხორციელება ვიზის რიგში მოუწევთ. მათივე ქმედებებია გამო, რეჟიმი რომელიც ერთ დროს კანდიდატ სახელმწიფოს ხელმღვანელობდა, ახლა უკვე იმასაც ვერ ახერხებს, რომ უვიზოდ ჩავიდეს საქმიან ვიზიტზე. ეს არის „ქოცური“ რეჟიმის კიდევ ერთი კრახი“,-განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, ევროკომისია დღეს ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლას აჩერებს, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

„ახლა მათ მოეთხოვებათ ვიზა ოფიციალური მიზნებისთვის შენგენის ზონაში შესვლისას. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვიზების შეჩერების ახალი გაძლიერებული მექანიზმი გამოიყენება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პრესრელიზში ხაზგასმულია, რომ ვიზების შეჩერების მექანიზმი ამოქმედდა საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში მიზანმიმართული და მუდმივი დარღვევის საპასუხოდ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს