ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, კიდევ ერთი სპეციალური რეისი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის მიმართულებით დაინიშნა დამატებითი სპეციალური რეისი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. სპეციალური რეისი განხორციელდება მასკატიდან (ომანის სასულთნო) - თბილისის (საქართველო) მიმართულებით 7 მარტს, 23:00 საათზე.“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ საქართველოს შესაბამის საელჩოებს:
საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (აბუ-დაბი):
საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში (დოჰა):