საგარეო უწყება - ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, კიდევ ერთი სპეციალური რეისი დაინიშნა

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, კიდევ ერთი სპეციალური რეისი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის მიმართულებით დაინიშნა დამატებითი სპეციალური რეისი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. სპეციალური რეისი განხორციელდება მასკატიდან (ომანის სასულთნო) - თბილისის (საქართველო) მიმართულებით 7 მარტს, 23:00 საათზე.“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ საქართველოს შესაბამის საელჩოებს:

საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (აბუ-დაბი):

  • ცხელიხაზი (24/7): +971 54 2324 335
  • ტელეფონი: +971 2 553 36 83
  • ელ-ფოსტა: abudhabi.con@mfa.gov.ge

საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში (დოჰა):

  • ცხელიხაზი (24/7): +974 52 098 071
  • ტელეფონი: +974 44 739 499
  • ელ-ფოსტა: doha.emb@mfa.gov.ge

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს