ლიეტუვა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ დამატებით შეზღუდვებს გმობს, - ასე ეხმაურება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიასტუტის ბუდრისი საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც გრანტებთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, „საქართველოს, რომელიც ოდესღაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ლიდერი იყო, „ქართული ოცნება“ რუსული სტილის რეჟიმად აქცევს“.
„ქართველი ხალხი უკეთეს მომავალს იმსახურებს. „ქართულმა ოცნებამ“ ყველა თავისი არადემოკრატიული კანონმდებლობა უნდა გააუქმოს და საქართველო ევროკავშირის გზაზე დააბრუნოს“, - წერს ბუდრისი X-ზე.