კიასტუტის ბუდრისი - ლიეტუვა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ დამატებით შეზღუდვებს გმობს - „ქართულმა ოცნებამ“ ყველა არადემოკრატიული კანონმდებლობა უნდა გააუქმოს და საქართველო ევროკავშირის გზაზე დააბრუნოს

ლიეტუვა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ დამატებით შეზღუდვებს გმობს, - ასე ეხმაურება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიასტუტის ბუდრისი საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც გრანტებთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, „საქართველოს, რომელიც ოდესღაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ლიდერი იყო, „ქართული ოცნება“ რუსული სტილის რეჟიმად აქცევს“.

„ქართველი ხალხი უკეთეს მომავალს იმსახურებს. „ქართულმა ოცნებამ“ ყველა თავისი არადემოკრატიული კანონმდებლობა უნდა გააუქმოს და საქართველო ევროკავშირის გზაზე დააბრუნოს“, - წერს ბუდრისი X-ზე.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს