ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ „არავინ იცის“, ვინ იქნება მომავალი უზენაესი ლიდერი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ „არავინ იცის“, ვინ იქნება მომდევნო უზენაესი ლიდერი, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ პასუხისმგებელმა ორგანომ აიათოლა ალი ხამენეის შემცვლელი აირჩია.

„ბევრი ჭორი ვრცელდება, მაგრამ ჩვენ უნდა დაველოდოთ ექსპერტთა ასამბლეის შეკრებას და ახალი უზენაესი ლიდერის არჩევას“, - განაცხადა არაღჩიმ NBC-სთან საუბრისას.

არაღჩის თქმით, ვიდრე ასამბლეა შეიკრიბება, დროებითი ლიდერთა საბჭოა პასუხისმგებელი და ყველა ირანული ინსტიტუტი თავის საქმეს ასრულებს.

არაღჩის ასევე ჰკითხეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებაზე, რომ მას ირანის ახალი ლიდერის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება უნდა ჰქონდეს.

„ჩვენ არავის ვუშვებთ ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევას. ეს ირანელი ხალხის გადასაწყვეტია. ეს მხოლოდ ირანელი ხალხის საქმეა“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, ირანი არც ტრამპის მოთხოვნას მიიღებს უპირობო კაპიტულაციის შესახებ და დასძინა, რომ ირანი თავდაცვის მიზნით მოქმედებას გააგრძელებს, ამასთან აღნიშნა, რომ „ამ ომის გაგრძელება არავის სურს“.

არაღჩიმ ასევე გაიმეორა პოზიცია, რომ ირანი არა მეზობლებს, არამედ აშშ-ის ობიექტებს ესხმის თავს სპარსეთის ყურის ქვეყნებში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში