დონალდ ტრამპმა და მარკ კარნიმ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს.

„პრეზიდენტ ტრამპთან სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრე, მათ შორის ეკონომიკაზე, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებსა და ჩვენს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებზე - და შევთანხმდით, რომ მჭიდრო კონტაქტს შევინარჩუნებთ“, - წერს კარნი სოციალურ ქსელში.

ამასთან, მისი ინფორმაციით, ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრა მოიწვია, რომელზედაც ირანსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებები განიხილეს.

„შეხვედრა ფოკუსირებული იყო რეგიონში კანადელების დაცვის ძალისხმევასა და პარტნიორებთან კონფლიქტის დეესკალაციის მიზნით თანამშრომლობაზე. კანადა აგრძელებს ახლო აღმოსავლეთიდან და სპარსეთის ყურის რეგიონიდან გამგზავრების მსურველი კანადელებისთვის მოგზაურობის გამარტივებას. მივიღებთ ყველა შესაძლო ზომას საზღვარგარეთ მყოფი კანადელების, მათ შორის დიპლომატიურ მისიებში მყოფი კანადელების დასაცავად“, - წერს კანადის პრემიერი.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა