შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის ალიანსი არ არსებობს - ვისაც არ ახსოვს ეს დიქტატორული რეჟიმი, ახლა ერთ მენიუში არიან წარმოდგენილი ყველა მცირე დიქტატორი, სააკაშვილის, დიდი დიქტატორის ხელმძღვანელობით

ოპოზიციის ალიანსი არ არსებობს - ვისაც არ ახსოვს ეს დიქტატორული რეჟიმი, ახლა ერთ მენიუში არიან წარმოდგენილი ყველა მცირე დიქტატორი, სააკაშვილის, დიდი დიქტატორის ხელმძღვანელობით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ოპოზიციის ალიანსზე“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაცმოძრაობა“, როგორც იდეოლოგია, ეს არის პატრონ-ყმობა, სხვისი უცხო ჯგუფების ინტერესების გატარება.

„არანაირი ოპოზიციის ალიანსი არ არსებობს, არსებობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ცდილობდა რომ ნაცარი შეეყარა თვალში საზოგადოებისთვის, რომ თითქოს აღარ არის ერთიანი და დაშლილია, სხვადასხვა პარტიაა. რასაც ვსაუბრობდით, ყველაფერი ახდა. ეს არის ისევ ის სახეები, ვინც საქართველოში შექმნა წამების, ტელევიზიების ტერორის, სახელმწიფო რეკეტის სისტემა. ეს ადამიანები პირდაპირ სცენაზე სხედან და შეგვიძლია იმ თაობას, ვისაც არ ახსოვს ეს დიქტატორული რეჟიმი, ახლა ერთ მენიუში არიან წარმოდგენილები ყველა მცირე დიქტატორები, სააკაშვილის, დიდი დიქტატორის ხელმძღვანელობით.

„ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ერთიანია, საქართველო კვლავ იგივე პასუხს გასცემს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ეს ქვეყანა მიიყვანა დემოკრატიული კრახისკენ, ეკონომიკური სტაგნაციისკენ და მიიყვანა ომისკენ.

„ნაცობა“, როგორც იდეოლოგია არ ეფუძნება ინდივიდებს. ეს არის კოლექტიური აზროვნების მქონე ჯგუფი, რომლის მთავარი ამოსავალი წერტილი არის სხვისი, სხვა ქვეყნის მსახურება, სხვა ძალების მსახურება, მათი მოსაწონის გაკეთება. იმ სცენაზე ინდივიდები არ არიან, კოლექტიური „ნაცები“ არიან.

„ნაციონალური მოძრაობა“ შეიკრიბა და პირველი გადაწყვეტილება იყო როგორ წავიდნენ ამერიკაში და ვის ელაპარაკონ. ეს არის მთელი მათი ფილოსოფია. რაც იყვნენ 2012 წლამდე, ოპოზიციაში და ახლა. ერთი ფილოსოფია აქვთ, ნახონ პატრონი, რომელიც მათ დასვამს ხელისუფლებაში. ეს არის პატრონყმური ფილოსოფიის და მსოფლმხედველობის მქონე გაერთიანება. „ნაცმოძრაობა“, როგორც იდეოლოგია, ეს არის პატრონ-ყმობა, სხვისი უცხო ჯგუფების ინტერესების გატარება“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა