შალვა პაპუაშვილი - მინდა პეტერ ფიშერს ვუთხრა, რომ ქართველ ხალხს, განსაკუთრებით „ქართულ ოცნებას“, მის ამომრჩეველს ნუ ხდის ზიზღის ობიექტად - საქართველო-გერმანიას შორის 30-წლიანი მჭიდრო პარტნიორობა მან 3 წელიწადში დაანგრია

ამ სცენას ჰქონდა გარკვეული გერმანული ესთეტიკა. აღმოსავლეთ ბერლინიდან დასავლეთ ბერლინში რომ გარბოდნენ, გადაჰყავდათ ხოლმე ფარულად, ალბათ ასეთი სცენები გვაქვს ნანახი, - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რომელიც გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერისა და „საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ლომჯარიას შეხვედრის შესახებ „იმედის კვირის“ მიერ მომზადებულ რეპორტაჟს შეეხებოდა, სადაც ნათქვამია, რომ „ნინო ლომჯარიამ საელჩოს შენობა დიპლომატიური ავტომობილით დატოვა, მედიის კითხვებისთვის რომ არ ეპასუხა“.

გარდა ამისა, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „სამწუხაროა, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის 30-წლიანი მჭიდრო პარტნიორობა პეტერ ფიშერმა სამ წელიწადში დაანგრია“.

„ამ სცენას ჰქონდა გარკვეული გერმანული ესთეტიკა. აღმოსავლეთ ბერლინიდან დასავლეთ ბერლინში რომ გარბოდნენ, გადაჰყავდათ ხოლმე ფარულად, ალბათ ასეთი სცენები გვაქვს ნანახი. ასე რომ, იგრძნობა გარკვეული გერმანული ესთეტიკა ამაში. ვხედავთ ბატონი პეტერის პოზიციებს საქართველოსთან დაკავშირებით, ვიცნობთ ნინო ლომჯარიას პოზიციებს საკუთარ სამშობლოსთან დაკავშირებით და ამ ინფორმაციების შეჯერებით მე ნაკლებად მეპარება ეჭვი, რომ ეს ასე არ ყოფილიყო. ბატონი პეტერისგან ვხედავთ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ. არ ვიცი, რატომ აქვს მას ასეთი დამოკიდებულება, გარკვეული ზიზღი „ქართული ოცნებისა“ და მისი ამომრჩევლის მიმართ. მე მინდა ბატონ პეტერს ვუთხრა, რომ ქართველ ხალხს, განსაკუთრებით „ქართულ ოცნებას“, მის ამომრჩეველს ნუ ხდის ზიზღის ობიექტად. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ სწორია, ზიზღის ობიექტად წარმოსახო საქართველო, მისი მოსახლეობა, მისი ხელისუფლება. სამწუხაროდ, მის პოზიციებში, მის გამონათქვამებში ეს ზიზღი ძალიან ნათლად ჩანს, რაც საკმაოდ მძიმეა. იმის ფონზე რა პარტნიორობაც საქართველოსა და გერმანიას შორის არსებობდა, დღეს გვყავს ადამიანი, რომელიც წარმოადგენს გერმანიას და რომელიც პირდაპირ გვაჩვენებს ფაქტობრივად, მის პიროვნულ დონეზე ზიზღის პოზიციას „ქართული ოცნების“, ხელისუფლების, მისი ამომრჩევლების მიმართ. სულ აპელირებს თეორიულ, წარმოსახვით საქართველოზე, რომელიც ყოველდღე მას ხვდება და ემადლიერება, ამით უნდა დაიმშვიდოს თავი.

არ არის სწორი, რომ ზიზღის ობიექტი გახადო საქართველო, ქართველი ხალხი, მისი ხელისუფლება, ეს არ არის ევროპული საქციელი, ევროპული მიდგომა. ეს არ არის ბოლო ათწლეულების გერმანული მიდგომა, რომ ზიზღი დათესო სხვა საზოგადოებაში. სამწუხარო მოვლენასთან გვაქვს საქმე. თუმცა ბატონი პეტერის შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ეს უკვე უიმედო შემთხვევაა. ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ ივნისს, როცა ის წავა საქართველოდან. იმედი მაქვს, რომ შემდეგი ადამიანი, ვინც ჩამოვა, ამ ყველაფერს გაითვალისწინებს. სამწუხაროა, რომ 30-წლიანი მჭიდრო პარტნიორობა საქართველოსა და გერმანიას შორის ამ ადამიანმა სამ წელიწადში დაანგრია“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები