ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსი დეტექტივის ჩვენების მიხედვით, 4 ოქტომბრის მოვლენების დროს, ათონელის სასახლესთან აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ქვით მუცლისა და თავის არეში დაზიანებები მიიღო

ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსი დეტექტივის, ნიკა სახელაშვილის ჩვენების მიხედვით, 4 ოქტომბრის მოვლენების დროს, ათონელის სასახლესთან აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ქვით მუცლისა და თავის არეში დაზიანებები მიიღო.

სახელაშვილს საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს და ის ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანისა და მათთან ერთად ბრალდებული 12 პირის საქმეზე ჩვენებას აძლევს.

„პრეზიდენტის სასახლესთან, საპროტესტო მსვლელობაში მონაწილე პირებთან მოვხვდით, ისინი ჩვენს მიმართ ძალიან აგრესიულად იყვნენ განწყობილი, გვაგინებდნენ, სხვადასხვა ბლაგვ საგანს, დროშის ტარებს, მუშტებს, ფეხებს გვიქნევდნენ, სიტუაცია უკონტროლო იყო.

მუცლის არეში დიდი ზომის ქვა მომხვდა, ტკივილისგან ჩავიკეცე და ამ დროს თავში ისევ ქვა მომხვდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ კლინიკაში გადამიყვანა, თავზე 6 ნაკერი დამადეს, მკურნალობას სახლში, წოლით რეჟიმში ვაგრძელებდი",- განაცხადა სახელაშვილმა.

მისივე თქმით, ათონელის სასახლესთან განვითარებული მოვლენებისას მისი ორი თანამშრომელი დაშავდა, კერძოდ, მათ ფეხის არეში მიიღეს დაზიანება.

ცნობისთვის, ვლადიმერ გველესიანს, სერგო მეგრელიშვილს, ზურაბ ჭავჭანიძეს, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშს, ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მამულაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში