ისრაელმა ბეირუთზე საჰაერო იერიში მიიტანა

ისრაელმა ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებზე საჰაერო იერიში განახორციელა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ლიბანურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებულ კადრებში ჩანს კვამლის დიდი ღრუბლები, რომელიც ლიბანის დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციიდან ამოდის.

დღეს დილით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ „ჰეზბოლასთან“ დაკავშირებული ფინანსური ფირმის, „ალ-ქარდ ალ-ჰასანის“ ფილიალებს დარტყმას მიაყენებდა.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება