საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში ჩატარებულ OLYINFO ოლიმპიადაში 40-ზე მეტი გამარჯვებული გამოვლინდა

საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში წელს პირველად გაიმართა სრულიად საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადა ინფორმატიკაში OLYINFO, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით დიდი ინტერესი გამოიწვია და სხვადასხვა რეგიონიდან ათასობით მოსწავლე ერთიან ციფრულ სივრცეში გააერთიანა.

ოლიმპიადის დასკვნითი ტური 8 მარტს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართა. 3000-მდე რეგისტრირებული მონაწილიდან ფინალურ ეტაპზე გადასვლა 340-მა მოსწავლემ შეძლო და საპრიზო ადგილებისთვის იასპარეზა.

ფინალში მონაწილეები ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში გადანაწილდნენ: 3–4 კლასები – 80 მონაწილე; 5–6 კლასები – 80 მონაწილე; 7–8 კლასები – 87 მონაწილე; 9–12 კლასები – 93 მონაწილე.

OLYINFO-მ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მოიცვა. ფინალისტთა 58% თბილისიდან იყო, ხოლო რეგიონებიდან აქტიური მონაწილეობა დაფიქსირდა 42% - ის ჩართულობით.

მონაწილეთა 72% საჯარო სკოლებიდან იყო, 28% - კერძო სკოლებიდან, რაც მიუთითებს, რომ ოლიმპიადა ხელმისაწვდომია ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საგანმანათლებლო სივრცისთვის. ფინალისტთა დაახლოებით 60% ბიჭები იყვნენ, 40% - გოგოები.

ფინალური ტურის შედეგად 340 მონაწილიდან 40+ გამარჯვებული გამოვლინდა. თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში I, II და III ადგილოსნებს გადაეცათ დიპლომები, სპეციალური პრიზები და ჯილდოები, რომლებიც ტექ ოლიმპიადების ჰაბის მხარდამჭერმა კომპანიებმა სპეციალურად OLYINFO-სთვის დააწესეს. გამარჯვებულთა სია:

3-4 კლასი

  • რუთი ასლანიშვილი - I ხარისხის დიპლომი
  • მარიამ მანელიძე - II ხარისხის დიპლომი
  • კახა ჯალიაშვილი - III ხარისხის დიპლომი

5-6 კლასი

  • გიორგი ახრახაძე - I ხარისხის დიპლომი
  • ლუკა ესართია - II ხარისხის დიპლომი
  • ლოლა კვინიკაძე - III ხარისხის დიპლომი

7-8 კლასი

  • ანა ბლიაძე - I ხარისხის დიპლომი
  • გიორგი იოსავა - II ხარისხის დიპლომი
  • გურამი კვინიკაძე - III ხარისხის დიპლომი

9-12 კლასი

  • თემური მაღრაძე - I ხარისხის დიპლომი
  • გიორგი ჯაფარიძე - II ხარისხის დიპლომი
  • ლაშა გვათუა - III ხარისხის დიპლომი

ჰაბის გენერალური მხარდამჭერის თიბისი ბანკისგან თითოეული ფინალისტი დასკვნით ტურში მოხვედრისთვის სპეციალური საჩუქრებით დაჯილდოვდა. ხოლო ჰაბის ფარგლებში OLYINFO გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ მხარდამჭერი კომპანიებისგან: PC Shop, ბიბლუსი, ტენე, EPAM, GAIA, რომელთაც დააწესეს სპეციალური პრიზები როგორიცაა ინოვაციური და ტექნოლოგიური საჩუქრები; სასწავლო კურსებზე მონაწილეობის შესაძლებლობა; ლიცენზირებულ AI პროგრამებზე წვდომა და სხვა.

OLYINFO საქართველოს მასშტაბით 2017 წლიდან ტარდება და მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ოლიმპიადა მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას გამოსცადონ საკუთარი უნარები ანალიტიკურ, ლოგიკურ და ალგორითმულ აზროვნებაში, გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად.

OLYINFO-ს მთავარი პრიორიტეტი ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა და მათი სამომავლოდ საერთაშორისო ჩემპიონატებისთვის მომზადებაა. ოლიმპიადაში მონაწილეობით სკოლის მოსწავლეებს საქართველოს მასშტაბით შესაძლებლობა ეძლევათ ერთიან ციფრულ სივრცეში წარმოაჩინონ საკუთარი ცოდნა და პოტენციალი ინფორმატიკის მიმართულებით.

OLYINFO ოლიმპიადა საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში გაიმართა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე, თიბისის გენერალური მხარდაჭერით. ჰაბის პარტნიორები არიან: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია, Epam, ICT ასოციაცია, Lineate და დეველოპერული კომპანია Blox.

პარტნიორობა მიზნად ისახავს ინკლუზიური, ხარისხიანი და მდგრადი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას საქართველოში. საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის მისიაა ახალი თაობის ტექნოლოგიური ლიდერების აღმოჩენა, განვითარება და გრძელვადიანი მხარდაჭერა.

(R)

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა