ირაკლი კობახიძე ნინო ლომჯარიაზე - ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, როგორ მუშაობს კონკრეტულად, ეს ადამიანი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, როგორ მუშაობს კონკრეტულად, ეს ადამიანი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიასა და გერმანიის ელჩის შესახებ შეხვედრის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ისინი არიან ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობაში და არც მალავენ, თუმცა, არის ასევე გასაიდუმლოებული შეხვედრები.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი ინფორმაცია, სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, როგორ მუშაობენ ეს ადამიანები, კონკრეტულად, ეს ადამიანი, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ეს არის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს და არის დეტალები, რაც ამას დამატებით ადასტურებს. ისინი რომ არიან ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობაში, ეს აბსოლუტურად ხილულია ფართო საზოგადოებისთვის. ამას ისინი ღიად აკეთებენ, არც მალავენ, თუმცა, არის ასევე გასაიდუმლოებული შეხვედრები, სადაც საუბარია იმავეზე, რასაც აკეთებენ საჯაროდ - ისინი პირდაპირ მტრობენ საქართველოს და მის ეროვნულ ინტერესებს.

თუ ვინმე არღვევს ვენის კონვენციას, არის გერმანიის ელჩი და ამის უამრავი ფაქტი არსებობს. არიან სხვა ელჩები, რომლებიც არღვევენ ვენის კონვენციას, აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან ვენის კონვენციაზე მითითება არის აბსოლუტურად არარელევანტური“, - განაცხადა პრემიერმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა