ურსულა ფონ დერ ლაიენი - ტრანსკასპიური დერეფანი შეიძლება იქცეს გზად არა მხოლოდ ევროპისკენ, არამედ მშვიდობისკენაც

ტრანსკასპიური დერეფანი შეიძლება იქცეს გზად არა მხოლოდ ევროპისკენ, არამედ მშვიდობისკენაც, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დავფიქრდეთ ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი. ერთი შეხედვით, მისი მიზანია, ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის მოგზაურობის დრო 30-დან 15 დღემდე შეამციროს, მაგრამ ეს პროექტი უფრო მეტია. ეს დერეფანი დააკავშირებს წარსულში ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ სახელმწიფოებს სამხრეთ კავკასიაში და ასევე მათ ევროპასთან დააკავშირებს. ისე, როგორც ქვანახშირმა და რკინამ გააერთიანა ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამ ახალ დერეფანს შეუძლია ვაჭრობა და თანამშრომლობა ნორმად აქციოს პრობლემურ რეგიონში და იყოს გზა არა მხოლოდ ევროპისკენ, არამედ მშვიდობისკენაც. ჩემი აზრი მარტივია: ამ რეგიონში, ისევე როგორც აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, ჩვენი ინვესტიციები ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ბერკეტები და მოქმედების ძალა“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა