ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია „დაიცავი განათლება“ მიმდინარეობს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსთან აქცია “დაიცავი განათლება” მიმდინარეობს.

ადგილზე შეკრებილები განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებულ რეფორმას და უნივერსიტეტში სხვადასხვა მიმართულების პროგრამების გაუქმებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “მიქანაძის რეფორმა ჩვენთვის არის დეფორმა”; “დაიცავი განათლება, მომავალი ჩვენია”; “ავტონომია უნივერსიტეტს, არჩევანი სტუდენტებს”.

სტუდენტების განცხადებით, ახლა არის დრო, როცა სტუდენტებმა აუდიტორიები უნდა დატოვონ და დაიცვან უნივერსიტეტი.

ამასთან, სტუდენტებს დაგეგმილი აქვთ მსვლელობა, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსიდან დაიწყება და განათლების სამინისტროსთან დასრულდება.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება