კაია კალასი - გაფართოება რუსული იმპერიალიზმის ანტიდოტია - ტემპის დაჩქარება გვჭირდება

ევროკავშირმა გაფართოების პროცესი უნდა დააჩქაროს. შესაბამისი განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის დიპლომატების ყოველწლიურ კონფერენციაზე გააკეთა.

„გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად უნდა დარჩეს, მაგრამ არსებულ ვითარებაში ტემპის დაჩქარება გვჭირდება. გაფართოება რუსული იმპერიალიზმის ანტიდოტია და იმის ნიშანი, რომ ისტორიაში ყველაზე ამბიციური მულტილატერალური პროექტი, ევროკავშირი არსებობას განაგრძობს“, - განაცხადა კალასმა.

მისი თქმით, „გაფართოება ევროკავშირის ყველაზე წარმატებული საგარეო პოლიტიკაა“.

„ეს სტაბილურობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის საზღვრებს აფართოებს“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა