დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ავსტრალიამ ირანის ქალთა ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს თავშესაფარი უნდა მისცეს

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ავსტრალიამ ირანის ქალთა ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს თავშესაფარი უნდა მისცეს

ავსტრალიამ ირანის ქალთა ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს თავშესაფარი უნდა მისცეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ავსტრალია საშინელ ჰუმანიტარულ შეცდომას უშვებს ირანის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ირანში იძულებით დაბრუნებით, სადაც მათ, დიდი ალბათობით, მოკლავენ“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

მისი თქმით, თუ ირანის ქალთა ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ავსტრალია არ მიიღებს, მაშინ ამას აშშ გააკეთებს.

ცნობისთვის, ავსტრალია აზიის თასს მასპინძლობს, რომელმაც სათავე მაშინ აიღო, როდესაც აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ შეტევა დაიწყეს. ირანის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებმა ტურნირის პირველი მატჩისას ჰიმნი არ შეასრულეს. ირანის ეროვნული ნაკრები ტურნირს კვირას გამოეთიშა.

Sky News-ის ინფორმაციით, საწვრთნელი ბანაკიდან ირანის ეროვნული ნაკრების ხუთი ფეხბურთელი გაიქცა და ავსტრალიას თავშესაფრის თხოვნით მიმართეს.