ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ქართველ პოლიტიკურ აქტორებთან შეხვედრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ქართველ პოლიტიკურ აქტორებთან შეხვედრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„შეხვედრების გრძელი დღე პერე ჟოან პონს სამპიეტროსა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კოლეგების მიერ ქართველ პოლიტიკურ აქტორებთან როგორც პარლამენტში, ასევე მის გარეთ. საქართველოში მაღალი დონის ვიზიტის მესამე დღე სამშაბათს გრძელდება”, - ნათქვამია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ X-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც ამ დროისთვის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის X-ზე აღარ იძებნება, ნათქვამი იყო, რომ საქართველოში პოლიტიკური ველის პოლარიზაცია ნათელია და ქართველი ხალხისთვის შედეგებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მოსაძებნად პოლიტიკური სპექტრის ყველა ნაწილის ჩართულობაა საჭირო.

„შეხვედრების გრძელი დღე პერე ჟოან პონს სამპიეტროსა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კოლეგების მიერ ქართველ პოლიტიკურ აქტორებთან როგორც პარლამენტში, ასევე მის გარეთ. პოლიტიკური ველის პოლარიზაცია ნათელია. ქართველი ხალხისთვის შედეგებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მოსაძებნად პოლიტიკური სპექტრის ყველა ნაწილის ჩართულობაა საჭირო“, - აღნიშნავდა ეუთო.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოს 8 მარტს ეწვია და ვიზიტს 10 მარტს დაასრულებს. მას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პერე ჟოან პონს სამპიეტრო ხელმძღვანელობს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა