ვლადიმერ პუტინი - საიმედო პარტნიორებისთვის, მათ შორის სლოვაკეთისა და უნგრეთისთვის, ენერგორესურსების მიწოდებას ვზრდით - მზად ვართ ევროპელებთან ვიმუშაოთ, მაგრამ გარკვეული სიგნალები გვჭირდება

რუსეთი თავისი საიმედო პარტნიორებისთვის ენერგორესურსების მიწოდებას ზრდის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში ნავთობისა და გაზის გლობალურ ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, გლობალური ვითარების გამო ენერგორესურსების ამჟამინდელი ფასები დროებითია.

„გვესმის, რომ მაღალი ფასები დროებითია. ეს ნათელია. ჩვენ საიმედო პარტნიორებისთვის, მათ შორის სლოვაკეთისთვის და უნგრეთისთვის, მიწოდებას ვზრდით“, - განაცხადა პუტინმა.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთი მზად არის ევროპას ნავთობი და გაზი მიაწოდოს, მაგრამ მკაფიო სიგნალებს ელის.

„თუ ევროპული კომპანიები და მომხმარებლები რეორიენტაციას გადაწყვეტენ და ჩვენთან სტაბილურ თანამშრომლობას უზრუნველყოფენ, რომელიც პოლიტიკური კონიუნქტურისგან თავისუფალი იქნება, მაშინ მზად ვართ ევროპელებთან ვიმუშაოთ. მაგრამ, ჩვენ გარკვეული სიგნალები გვჭირდება“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა