„ჰადსონის ინსტიტუტის“ პრეზიდენტი საქართველოში ირანის მზარდი გავლენის შესახებ ლუკ კოფისა და გიორგი კანდელაკის თანაავტორობით გამოქვეყნებული კვლევის შემდეგ სუს-ის მიერ გამოძიების დაწყების გამო “ღრმა შეშფოთებას“ გამოთქვამს

„ჰადსონის ინსტიტუტის“ პრეზიდენტი, ჯონ უოლტერსი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში ირანის მზარდი გავლენის შესახებ ლუკ კოფისა და გიორგი კანდელაკის თანაავტორობით გამოქვეყნებული კვლევის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოძიების დაწყების გამო.

„ეს ჰადსონის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევაა, რომელიც მომზადებულია ინსტიტუტის კვლევითი სტანდარტების შესაბამისად. ანგარიში ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ შემოწმებულ ინფორმაციას, როგორც ეს კვლევის შენიშვნებშია მითითებული და ჰადსონის ინსტიტუტი თავისი დასკვნების უკან დგას“, - აცხადებს უოლტერსი.

მისი თქმით, „ეს კვლევა გამომაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ირანი რეგიონში დესტაბილიზაციის ძალას წარმოადგენს“.

„ხელისუფლება კვლევის ავტორების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ნაცვლად, დასკვნებით უნდა იყოს შეშფოთებული, რაც საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას ეფუძნება და ხელისუფლებას უკვე უნდა ჰქონდეს ცნობები. კვლევა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის მზარდი გავლენის მკაფიო და სისტემურ სურათს აღწერს. მსგავსი განვითარება ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს, ისე აშშ-ს ინტერესებს და სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს“, - აღნიშნავს „ჰადსონის ინსტიტუტის“ პრეზიდენტი.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა