ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე კვირაში დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრა გადაიდო

უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე კვირაში დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრა გადაიდო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„ამ მომენტისთვის პარტნიორების მთელი ყურადღება ირანის გარშემო არსებულ ვითარებაზეა გადატანილი და ამის გამო, მიმდინარე კვირაში დაგეგმილი შეხვედრა ამერიკელების წინადადებით გადაიდო“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, უკრაინა ომის დასრულების მიზნით ნებისმიერ მომენტში და ნებისმიერ ფორმატში მზად არის შეხვედრისთვის.

„ვხედავთ, რომ რუსები ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურეში არსებული ვითარების მანიპულირებას თავიანთი აგრესიის სასარგებლოდ ცდილობენ. ასევე, ცდილობენ ირანის დარტყმები მის მეზობლებსა და ამერიკულ ბაზებზე ფაქტობრივად რუსეთის ომის მეორე ფრონტად აქციონ უკრაინის და უფრო ფართო გაგებით, მთელი დასავლეთის წინააღმდეგ. ბოროტებას კოორდინაციის შესაძლებლობა არ უნდა მიეცეს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა