დონალდ ტრამპი - აშშ-მა ირანში 5 000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა ირანთან ომში მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა.

„სამხედრო მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვან წინსვლას ვაღწევთ და ზოგიერთს შეუძლია თქვას, რომ ის პრაქტიკულად უკვე დასრულებულია. ჩვენ ირანში არსებული ყველა ძალა სრულად გავანადგურეთ“, - აღნიშნა ტრამპმა ფლორიდაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი ინფორმაციით, ირანში ომის დაწყებიდან შეერთებულმა შტატებმა 5 000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა.

„ზოგიერთი მათგანი ძალიან მნიშვნელოვანი სამიზნეა, მაგრამ აშშ-ის სამხედრო ძალები ზოგიერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამიზნეს მოგვიანებისთვის ტოვებენ, იმ შემთხვევაში, თუ ამის გაკეთება დაგვჭირდება. თუ მათ დავარტყამთ, მათ აღდგენას მრავალი წელი დასჭირდება, რაც ელექტროენერგიის წარმოებას და ბევრ სხვა საკითხს უკავშირდება“, - აღნიშნა ტრამპმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა